
ალიანსში არანაირი დაპირისპირება არ არის, სამწუხაროდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, სააკაშვილმა და მისი გარემოცვის დიდმა ნაწილმა თვითონ დააყენა ალიანსის მიღმა თავი, როცა გამოაცხადა, რომ არ ცნობს იმ შეთანხმებას და სტრატეგიას, რომელსაც შეუერთდნენ, – ამის შესახებ „ფედერალისტების“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, ალიანსის დანარჩენ წევრებს არანაირი გადაწყვეტილება არ აქვთ მისაღები, რადგან გადაწყვეტილება თავად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა მიიღოს.
„ეს „ნაციონალური მოძრაობის“ სამწუხარო არჩევანია. ოპოზიცია არის ქსელის შექმნის პროცესში თბილისსა და რეგიონებში. ჩვენ გვჭირდება მეტი მოქალაქის დარწმუნება იმაში, რომ არსებობს დამაჯერებელი ალტერნატივა რეჟიმის შექმნის შემდეგ და მას აქვს ხედვა, როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ამ ჩიხიდან. ყველა, ვინც ამ ხედვის და სტრატეგიის ამოცანის ერთგულია, ჩემი აზრით, წარმოადგენს დამაჯერებელ ალტერნატივას, ოღონდ ჩვენ გვჭირდება ამის მიტანა რაც შეიძლება მეტ მოქალაქემდე. ისეთი რეჟიმის დამარცხებას, როგორიც ივანიშვილის რეჟიმია, სჭირდება აქტიური, მშვიდობიანი დიდი უმრავლესობის განგრძობადი პროტესტი, მხოლოდ ამ გზით იქნება მიღწეული თავისუფალი არჩევნები“, – განაცხადა ბოკერიამ.
0
0