
ამერიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა, ჩვენი ინტერესებიდან და გადმოსახედიდან, საგანგებოდ მნიშვნელოვანია. ორმხრივი ურთიერთობის თვალსაზრისით, ამერიკასთან ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები მისასალმებელი და პოზიტიურია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, იმედი აქვს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ამ ხაზით გაგრძელდება.
„ნორმალური პროცესი მიმდინარეობს. არ მგონია, რომ ეს პროცესი ვინმემ უნდა გამოიყენოს სათავისოდ, ან ქვეყნის საწინააღმდეგოდ, ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ ვესწრაფვით სტრატეგიულ თანამშრომლობას, რომელიც იქნება არა მარტო სათაურით „სტრატეგიული პარტნიორობა“, არამედ შინაარსით დატვირთული. პოლიტიკური პარტნიორობა ნიშნავს შინაარსს და არამხოლოდ სათაურს. სამწუხაროდ, ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის ასეთი პერიოდი გვქონდა. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ეს შეიცვლება“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
0
0