30/10/2024
17:37
პოლიტიკა
თუ დღის წესრიგში მსგავსი საკითხი [საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება] დადგა, ეს იმდენად უსამართლოა, ჩვენ, ალბათ, უნდა მოველოდოთ, რომ შეიძლება რომელიმე ქვეყანა უახლოეს პერიოდში საქართველოში სამხედრო ძალებით შემოვიდეს, რომ არაფერი ვთქვათ რუსეთზე, რომელიც სამხედრო ძალების გამოყენებით ყოველ დღე გვემუქრება! , - ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტის კითხვას, თუ დღის წესრიგში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი დადგება, რას შეიძლება ეს ემსახურებოდეს.
ვოლსკიმ აქვე აღნიშნა, რომ “ამ პატარა საქართველოს არაფერი დაუშავებია და ყველა მაჩვენებლით კანდიდატ ქვეყანაზე წინ არის“.
მისივე თქმით, საქართველოს მიმართ თითისა და მუშტის ქნევა არასწორი და უსამართლოა, რაც ევროკავშირის ავტორიტეტს აკნინებს.
“საქართველო ყველა მაჩვენებლით ევროკავშირის მრავალ წევრ ქვეყანას უსწრებს, ვინც დღეს საქართველოს დასანქცირებას მოითხოვს - უსწრებს და ამავე დროს მნიშვნელოვნად ჩამორჩება თავისი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებით რუსეთის ფედერაციასთან. საქართველოს ჩამორჩება ბალტიის პირეთის ქვეყნებს რუსეთთან ვაჭრობითა და ეკონომიკური ურთიერთობებით, მაგრამ ესწრებს დემოკრატიის, მართლმსაჯულების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ადამიანის უფლებების დაცვით მხრივ და სხვა კრიტერიუმებით.
თუ ამ ყველაფრის ფონზე ასეთი რამ მოხდა, ეს არის ტოლფასი იმისა, რომ საქართველოს მიმართ ხორციელდება მიზანმიმართული აქცია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების ტოლფასია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
0
0