14/11/2024
16:13
მსოფლიო
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსში სახელმწიფოს მეთაურად ქალის შესაძლო არჩევის შესახებ ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქალი მმართველი ეს არ არის ბელარუსის რესპუბლიკის ვარიანტი“. ლუკაშენკოს ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო BelTA ციტირებს.
„ბელარუსში, ღმერთმა არ ქნას ქალი აირჩიონ. [სახელმწიფოს მეთაურად}აშშ-ში პრეზიდენტს სხვა ტიპის უფლებამოსილებები აქვს, ჩვენთან სხვანაირად უნდა ჩავუღრმავდეთ საკითხს. ბელარუსში კი პრეზიდენტი არის მთავარსარდალი. ეს რთული საკითხია. არ არის საჭირო ქალის ასე დატვირთვა, ეს არ არის მარტივი პოზიცია. შესაძლოა, დროთა განმავლობაში მივიდეთ ამ სტილამდე. ქედს ვიხრი ქალების წინაშე, ამით მათ პოზიციას კი არ ვაკნინებ. ისინი ჩვენთან ახლოს უნდა იყვნენ“, - აცხადებს ბელარუსის პრეზიდენტი.
ამასთან, მისივე თქმით, ადამიანს ბუნებით უნდა ჰქონდეს ფუნდამენტური თვისებები, რომლებიც მას, როგორც პრეზიდენტს, გამოადგება.
ლუკაშენკომ აშშ-ის მაგალითზე ისაუბრა, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებზე ქალი კანდიდატი, კამალა ჰარისი იბრძოდა.
მისივე თქმით, იქ საარჩევნო კამპანიის ჩატარების მეთოდები სრულიად განსხვავებულია.
0
0