
პალესტინურმა დაჯგუფებამ ისრაელი „ასობით მშვიდობიანი მოქალაქის დახოცვაში დაადანაშაულა, რომელიც უპრეცედენტოა სამხედრო დანაშაულების ისტორიაში“. როგორც ცნობილია, მშვიდობიანი მოქალაქეები სასურსათო დახმარებას ელოდნენ. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 77 ადამიანი დაიღუპა.
„ჰამასის“ მტკიცებით, თავდასხმა ისრაელის მცდელობების ნაწილია, რათა სრულად განდევნოს პალესტინელები თავიანთი მიწიდან.
„მოვუწოდებთ არაბული ქვეყნების ლიგას და გაეროს უშიშროების საბჭოს, რომ სასწრაფოდ შეიკრიბონ და იმოქმედონ, რათა ისრაელის მხრიდან შეაჩერონ მასობრივი მკვლელობები და ეთნიკური წმენდა ღაზაში; მოვითხოვთ, რომ ყველა არაბულმა ქვეყანამ დაარღვიოს დუმილი ჩვენი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებულ გენოციდთან დაკავშირებით და სასწრაფოდ მობილიზდეს ღაზაში სასურსათო და სამედიცინო დახმარების შესატანად; არაბულ და ისლამურ ქვეყნებსა და თავისუფალ სამყაროში ყველა ადამიანმა უნდა გააპროტესტოს პალესტინელი ხალხის ხოცვა; გაერომ და საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა შეასრულონ თავიანთი პასუხისმგებლობა ჩვენი ხალხის მასობრივი მკვლელობის შესაჩერებლად და მიიღონ ზომები სასწრაფო დახმარების უსაფრთხოდ უზრუნველყოფისთვის,“ - ნათქვამია „ჰამასის“ განცხადებაში.
0
0