
ღაზაში ექიმები ქრონიკული დაავადებებისა და ჭრილობების მქონე პაციენტებს ანესთეტიკის გარეშე ან შეზღუდული სამედიცინო საშუალებებით მკურნალობენ.
”შექმნილი დეფიციტის გამო, პაციენტებს ტკივილგამაყუჩებლების გარეშე ვმკურნალობთ. გულის პრობლემების მქონე პაციენტებსაც კი იატაკზე ვაწვენთ. ექიმებს უჭირთ შეზღუდული სამედიცინო მარაგით მუშაობა. ჟანგბადის 1 წვეთიც არ მოიძებნება. ბევრ ადამიანს მძიმე დამწვრობა აწუხებს... ჩვენ არ გვაქვს მათთვის შესაფერისი ტკივილგამაყუჩებელი.
ჭრილობები ორ-სამ კვირაზე მეტია ღიაა. ზოგიერთი ქალი კარავში მშობიარობს სამედიცინო დახმარების გარეშე, ხოლო საავადმყოფოები, რომლებმაც სამეანო მომსახურება უნდა უზრუნველყონ, ამბობენ, რომ მათ შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ“, - განუცხადა BBC-ს რაფაჰის მუჰამედ იუსუფ ალ-ნაჯარის საავადმყოფოს დირექტორმა მარვან ალ-ჰამსმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განცხადებით, ღაზაში 23 საავადმყოფო საერთოდ არ ფუნქციონირებს, 12 ნაწილობრივ მუშაობს, ერთი კი - მინიმალურად. მისივე ცნობით, ღაზაში 4 საველე საავადმყოფო შეიქმნა, რომლებიც 305 პაციენტზეა გათვლილი.
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, „ჰამასის“ "ტერორისტული სამიზნე სისტემურად არის საავადმყოფოები და სამედიცინო ცენტრები".
0
0