17/01/2025
14:50
მსოფლიო
როგორც ერაყის პრემიერ-მინისტრმა მოჰამედ შია ალ სუდანმა Sky News-ს განუცხადა, ის ღაზას სექტორში დასავლეთის "მარცხით" იმედგაცრუებულია.
”ღაზაში ომის შეწყვეტა მხოლოდ ისრაელის გადასაწყვეტი არ არის - არსებობს სხვა ფაქტორები, რომლებიც ამ კონფლიქტში თავიანთ როლს თამაშობს, მაგალითად, საერთაშორისო საზოგადოება.
ერაყი საერთაშორისო პარტნიორებს ეძებს ამ დესტრუქციული ომის შესაჩერებლად, რომლის გახანგრძლივებასაც [ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ] ნეთანიაჰუ ცდილობს სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, შიდა პოლიტიკური მიზეზების გამო, რომლებიც მისი ინტერესის სფეროა. ერთ-ერთი მათგანია რეგიონის ყოვლისმომცველ ომში ჩათრევა, რათა [ნეთანიაჰუს] მეტი დრო ჰქონდეს თანამდებობაზე დასარჩენად,“ - განაცხადა ალ სუდანმა.
როგორც ცნობილია, ერაყის პრემიერ-მინისტრი მოჰამედ შია ალ სუდანი ეკონომიკისა და უსაფრთხოების შესახებ გარიგებებზე მოსალაპარაკებლად ლონდონში გაემგზავრა.
0
0