29/11/2023
13:59
მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა X-ზე ღაზაში დაფიქსირებული სხვადასხვა დაავადების შემთხვევების რაოდენობის შესახებ დეტალები გაასაჯაროვა.
მისი თქმით, ღაზაში გავრცელებულია მწვავე რესპირატორული ინფექციები -111000 შემთხვევა; სკაბიესი -12000 შემთხვევა; ტილიანობა -11000 შემთხვევა; დიარეა - 75000 შემთხვევა; კანზე გამონაყარი - 24000 შემთხვევა; იმპეტიგო -2500 შემთხვევა; ჩუტყვავილა - 2500 შემთხვევა; სიყვითლე - 1100 შემთხვევა.
„საცხოვრებელი პირობების სავალალო მდგომარეობისა და ჯანდაცვითი მომსახურების არარსებობის გათვალისწინებით, უფრო მეტი ადამიანი შეიძლება დაიღუპოს დაავადებებისგან, ვიდრე დაბომბვების შედეგად,“ - აღნიშნა გებრეიესუსმა.
როგორც BBC-ი წერს, ღაზაში იძულებით გადაადგილებული 1,7 მილიონამდე ადამიანი საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტისა და მძიმე სანიტარულ პირობებთან დაკავშირებული პრობლემების წინაშე დგას.
0
0