
გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოს Ocha-ს წარმომადგენლის ჯემა კონელის განცხადებით, ღაზას ცენტრში მდებარე ალ-აქსას საავადმყოფოში ადამიანთა "ნამდვილი ხოცვა-ჟლეტაა".
,,ღაზას ტერიტორიაზე ისრაელის საჰაერო თავდასხმები არ შეწყვეტილა. ალ-აქსას საავადმყოფოში ბევრ მძიმედ დაშავებულს ვერ უმკურნალეს, რადგან საავადმყოფო უკიდურესად გადატვირთულია. [ქალაქ] დეირ ელ-ბარშაში, ალ-აქსას საავადმყოფოში, ადამიანთა ნამდვილი ხოცვა-ჟლეტვა ვნახე. საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიებზე ახალი საჰაერო დარტყმები კვლავ გრძელდება, რასაც ახალი მსხვერპლი ემატება. ტრაგიკული იყო 9 წლის ბიჭის დანახვა, რომელიც, თავზე მიყენებული ჭრილობის შედეგად, გარდაიცვალა. ღაზაში უსაფრთხო ადგილი არ არსებობს, თუნდაც იმ ტერიტორიაზე, სადაც ხალხის ევაკუაცია ხდება,“ - განუცხადა BBC-ს ჯემა კონელმა ალ-აქსას საავადმყოფოში ვიზიტის შემდეგ.
გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს UNRWA-ს დირექტორმა თომ უაითმა ასევე აღნიშნა, რომ ღაზას ცენტრალურ ნაწილში, ამჟამად, დაახლოებით 150 000 ადამიანი ცხოვრობს, რომლებმაც ისრაელის თავდაცვის ძალებისგან ევაკუაციის ბრძანება მიიღეს.
ჯერჯერობით, ისრაელიც და ,,ჰამასიც“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მზარდ მოწოდებებს წინააღმდეგობას უწევენ.
როგორც ცნობილია, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ ,,ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლას უფრო გააძლიერებს.
0
0