გაეროს ჰუმანიტარული საქმეთა კოორდინაციის ოფისის (OCHA) პრესსპიკერის ჯემა კონელის განცხადებით, ალ-აქსას საავადმყოფო, რომელიც ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა ცენტრალურ ღაზას ზონაში, პარალიზების ზღვარზეა.
,,ალ-აქსა ერთადერთი საავადმყოფოა ღაზას შუა ზონაში, რომელზეც დიდი შეტევა ხორციელდება. დიდი რაოდენობის მსხვერპლის გარდა, ყოველ დღე მოსალოდნელია, რომ საავადმყოფომ ფუნქციონირება შეწყვიტოს. ჰოსპიტალს ჰუმანიტარული ორგანიზაციები ტოვებს, მაგალითად, საერთაშორისო სამაშველო კომიტეტს თავისი მედიკოსები გაჰყავს, რაც უკანასკნელი სამკურნალო ცენტრის დაშლას გამოიწვევს.
ეს ყველაფერი მას შემდეგ ხდება, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამედიცინო დაწესებულების მახლობლად სამხედრო მოქმედებები უფრო გააქტიურეს. საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაა, მხოლოდ ერთი ექიმი გვყავს, რომელიც რეანიმაციაში მუშაობს. ასობით დაშავებულ პაციენტზე კი მხოლოდ ორი ქირურგი ზრუნავს. ყოველ საათში იზრდება დაშავებულთა რაოდენობა, რომლებიც უიმედოდ ითხოვენ სამედიცინო დახმარებას,“ - განუცხადა ჯემა კონელმა BBC-ს.
0
0