26/12/2024
13:18
მსოფლიო
Aljazeera-ს ინფორმაციით, ღაზაში, 3 პალესტინელი ბავშვი ყინვისგან გარდაიცვალა.
ექიმების თქმით, ღაზას სამხრეთით, ალ-მავასის ბანაკებში, 3 კვირის ჩვილი მესამე იყო, ვინც ბოლო დღეებში ჰიპოთერმიით გარდაიცვალა, რაც ხაზს უსვამს ისრაელის მიერ დაბომბვით და თავდასხმებით გამოწვეულ სავალალო პირობებს.
როგორც ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა მუნირ ალ-ბურშმა განაცხადა, ,,პალესტინელი ბავშვები უკიდურეს სიცივეში იმყოფებიან. ბოლო 48 საათის განმავლობაში, ასევე ორი სხვა ჩვილი (3 დღის და 1 თვის) დაბალი ტემპერატურისა და თბილი თავშესაფრის არარსებობის გამო დაიღუპნენ.
ზამთრის მოლოდინში, ასობით ათასი პალესტინელი კარვებს აფარებს თავს. ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფები საკვებისა და ძირითადი მოხმარების ნივთების მარაგის მიწოდებისთვის იბრძვიან.
ისრაელი და ,,ჰამასი“ ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის [რამაც შეიძლება 14-თვიანი ომი შეაჩეროს] მცდელობების გართულებაში ადანაშაულებენ.
0
0