09/11/2023
11:29
მსოფლიო
„ისრაელ-“ჰამასის“ ომის შემდეგ, ღაზას სექტორის აღდგენას თვეები და „მარშალის გეგმის“ მსგავსი რამ დასჭირდება, რათა ის კვლავ საცხოვრებლად გამოსადეგი გახდეს,“ - თქვა პალესტინელმა პოლიტიკურმა კომენტატორმა ნურ ოდემ.
როგორც ცნობილია, „მარშალის გეგმა“ მსხვილი დახმარების პაკეტია, რომელიც შეერთებულმა შტატებმა დასავლეთ ევროპის აღმშენებლობისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაგზავნა.
„რასაც ახლა ნეთანიაჰუ აკეთებს დროის გაჭიანურებას ნიშნავს იმ იმედით, რომ სიტუაცია გაუმჯობესდება, რადგან ის გამოძიებისა და პასუხისმგებლობის წინაშე დგას - ისრაელის მედიაში ნეთანიაჰუს უახლოესი მოკავშირეებიც კი ითხოვენ მის გადადგომას, რადგან ის უარს ამბობს პასუხისმგებლობის აღებაზე“, - განაცხადა ოდემ.
ოდემ დასძინა, რომ ისრაელის მიერ ღაზას სექტორზე კონტროლის აღება უფრო მეტ დაძაბულობას გამოიწვევს. მისივე თქმით, „სამომავლო პროგრესისთვის“ ამგვარი ხედვა ან გეგმა შეუსაბამოა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ ამერიკულ არხ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ, როგორც კი ბრძოლები დასრულდება, ისრაელს ღაზას სექტორის სრულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა „განუსაზღვრელი ვადით“ დაეკისრება.
0
0