24/04/2024
16:53
მსოფლიო
გაეროს სურსათის მსოფლიო პროგრამის დირექტორის განცხადებით, ექვს კვირაში ღაზას მოსახლეობა არასრულფასოვანი კვებით გამოწვეულ შიმშილისა და სიკვდილიანობის ზღვარზე დადგება.
”ალყაში მოქცეულ ანკლავში, მოსახლეობა დღითიდღე უახლოვდება შიმშილის ზღვარს. კონფლიქტი ართულებს და ზოგჯერ შეუძლებელს ხდის დაზარალებულ ადამიანებთან მისვლას. ჰუმანიტარული დახმარების გაფართოება აუცილებელია, მაგრამ არსებულ პირობებში, ვშიშობ, რომ სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება”, - განაცხადა გაეროს სურსათის მსოფლიო პროგრამის დირექტორმა სასურსათო კრიზისის შესახებ გლობალური მოხსენების დაწყებისას.
გაეროს მიერ მხარდაჭერილ ანგარიშში, რომელიც მარტში გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ მაისიდან ჩრდილოეთ ღაზაში შიმშილი გარდაუვალია, ხოლო ივლისში, სასურსათო კრიზისი მთელ სექტორზე გავრცელდება.
0
0