
გერმანულ ტელეარხის, ZDF-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გერმანელების უმეტესობა მთავრობისა და კანცლერ ფრიდრიხ მერცის მუშაობით უკმაყოფილოა.
გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 72% მიიჩნევს, რომ CDU/CSU-სა და სოციალ-დემოკრატებისგან შემდგარი სამთავრობო კოალიცია საკმაოდ ცუდად მუშაობს. გამოკითხულთა მხოლოდ 24% თვლის, რომ კოალიცია კარგად მუშაობს.
გამოკითხულთა 69% უკმაყოფილოა უშუალოდ კანცლერის მუშაობით, 27% კი ფიქრობს, რომ მერცი კარგად მუშაობს.
ZDF-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 52%-ის აზრით, მთავრობა 2029 წელს ბუნდესტაგის შემდეგ არჩევნებამდე იქნება ხელისუფლებაში, ხოლო 43% ვადაზე ადრე გადადგომას ელოდება.
ამასთან, გამოკითხვის შედეგებით, თუ ფედერალური არჩევნები მომავალ კვირას ჩატარდება, CDU/CSU-ს მხარს 25% დაუჭერდა, პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 27%, მემარცხენე პარტია კის – 11%-ს მიიღებდა.
გამოკითხვა გერმანიაში 2026 წლის 1-დან 3 ივნისამდე პერიოდში, ტელეფონით და ონლაინ რეჟიმში ჩატარდა და შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 1 274 ამომრჩეველი გამოიკითხა. გამოკითხვის ცდომილების ზღვარი +/- 3%-ს შეადგენს.
0
0