
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი ამჟამად მოსკოვში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. ჟურნალისტმა შრედერი ერთ-ერთ სასტუმროსთან შენიშნა.
როგორც მედია წერს, გერმანიის ყოფილი კანცლერი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობარია და უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგაც რუსულ ენერგეტიკულ კომპანიებთან თანამშრომლობას განაგრძობდა.
სავარაუდოდ, შრედერი სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს ესწრება.
ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინმა შრედერს ომის დასასრულებლად მოლაპარაკებებში ევროპული მხარის მედიატორობა შესთავაზა, თუმცა ეს წინადადება უარყო როგორც უკრაინამ, ისე გერმანიამ.
გერმანიაში უკრაინის ელჩმა განაცხადა, რომ მას, ვინც წლების განმავლობაში გერმანიაში რუსეთის ინტერესებს წარმოადგენდა, „არ გააჩნია არც მორალური, არც პოლიტიკური ლეგიტიმურობა, რომ დღეს მედიატორის როლი შეასრულოს“
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 ივნისიდან
02/06/2026