
გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ეხმაურება. საუბარია, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ქმედებაზე, რომელიც ისევ არ აახლებს ოფიციალურ ვებგვერდზე მონაცემებს, სადაც საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი წერია.
ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით - გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო დესტრუქციის ტყვეობაშია.
"ჩვენ ვხედავთ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო არის დესტრუქციის ტყვეობაში. ელჩის მიერ დაწყებული დესტრუქცია გადადებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე და ვერ ახერხებს რეალობას გაუსწოროს თვალი. ცუდი საყურებელია, როდესაც ასეთ მნიშვნელოვანი სახელმწიფოს არ გააჩნია ჩამოყალიბებული პოლიტიკა. ეს მათ ჩამოუყალიბებლობაზე მეტყველებს და იმედია საქართველოსთან დაკავშირებით თვითგამორკვევის პროცეს დროზე დაასრულებენ," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
0
0