
უკრაინა შეიძლება, დათანხმდეს ტერიტორიულ დათმობებს სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექნება უსაფრთხოების საიმედო გარანტიები, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა განაცხადა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა უკრაინისთვის, პირველ რიგში, შეერთებული შტატების მხრიდან საიმედო უსაფრთხოების გარანტიების მნიშვნელობას.
„ბუნებრივია, ეს ნიშნავს ვალდებულებას და რეალურ მზადყოფნას იმ პირების მხრიდან, რომლებიც იძლევიან დაპირებას, რომ მხარს დაუჭერენ უკრაინას, თუ მას რუსეთი კვლავ დაესხმება თავს“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ვადეპულის განცხადებით, რუსეთი მოლაპარაკებების მზაობას ავლენს, მაგრამ ეს არ ნიშნავს მშვიდობისთვის რეალურ მზადყოფნას.
„ჩვენ ეს ჯერ არ გვინახავს“, – განაცხადა ვადეპულმა.
0
0