გერმანიის ქალაქ მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე თავდამსხმელი საუდის არაბეთის მოქალაქეა - შპიგელი
21/12/2024
11:50
მსოფლიო
A-
+A
გერმანიის ქალაქ მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე თავდამსხმელი საუდის არაბეთის მოქალაქეა. ინფორმაციას ამის შესახებ „შპიგელი“ ავრცელებს.
მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ბრალდებული თალებ. ა., რომელიც შემთხვევის ადგილთან ახლოს დააკავეს, პარტია „ალტერნატივა გერმანიის“ აქტიური მხარდამჭერია.
როგორც „შპიგელი“ წერს, თალებ. ა. საუდის არაბეთის ქალაქ ჰუფუფში დაიბადა და 2006 წლის მარტში გერმანიაში სასწავლებლად ჩავიდა. 2016 წლის ივლისში მას მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი, რადგან ისლამის უარყოფის გამო სიკვდილით ემუქრებოდნენ.
გამოცემის ცნობით, ბრალდებულს შესაძლოა, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
ცნობისთვის, საშობაო ბაზრობაზე მანქანა ხალხში შევარდა. მომხდარის შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი,ხოლო 68 ადამიანია დაშავებული, მათ შორის 15 მძიმედაა.
0
0
79
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%