
გერმანიის კანცლერის ასარჩევად ბუნდესტაგში ხმის მიცემის მეორე ტური დღეს გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერ, იენს შპანზე დაყრდნობით ავრცელებს.
იენს შპანის განცხადებით, ხმის მიცემის პროცესს მთელი ევროპა დააკვირდება.
ამასთან, მმართველ კოალიციაში შემავალი „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ თანათავმჯდომარემ, ლარს კლინგბეილმა აღნიშნა, რომ ფრიდრიხ მერცის გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე დასამტკიცებლად „ახლა საჭირო უმრავლესობა იქნება“.
გამოცემის ცნობით, კენჭისყრის მეორე ტური ადგილობრივი დროით 15:15 საათზე (თბილისის დროით 17:15 საათი) დაიწყება.
შეგახსენებთ, დღეს, გერმანიის პარლამენტმა ხმის მიცემის პირველ ტურში ფრიდრიხ მერცი კანცლერად ვერ აირჩია. „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერის, ფრიდრიხ მერცის კანდიდატურას გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატაში მხარი 310-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო მას ბუნდესტაგის წევრების უმრავლესობის, 316 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა.
0
0