07/12/2022
18:45
მსოფლიო
გერმანიაში სახელმწიფო გადატრიალების მომზადების საქმეზე დაკავებულები გერმანიის ახალი არმიის შექმნას გეგმავდნენ. ამის შესახებ გერმანიის გენერალურმა პროკურორმა პიტერ ფრანკმა განაცხადა.
მისი თქმით, შეთქმულებმა შექმნეს ხელისუფლების მსგავსი საბჭო, „რომელიც ვითომ, ახალი სახელმწიფოებრიობისა და ახალი სახელმწიფო სისტემის განვითარებით უნდა ყოფილიყო დაკავებული“.
ფრანკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაკავების ორდერი უკვე გაცემულია რვა პირის მიმართ. მათ შორისაა რეისის დინასტიური პრინცი ჰენრი XIII.
ცნობისთვის, გერმანიაში, სადაც ერთდროულად, თერთმეტ ფედერალურ შტატში პოლიციის სპეცრაზმი სპეცოპერაციას ატარებს მემარჯვენე ექსტრემისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომელიც პოლიტიკოსების გატაცებას და ბუნდესტაგში არეულობის მოწყობას გეგმავდა, დააკავეს 25 ადამიანი. მათგან ერთი ქალია. ის რუსეთის მოქალაქეა - ვიტალია ბ.
0
0