07/12/2022
18:41
მსოფლიო
გერმანიაში, სადაც ერთდროულად, თერთმეტ ფედერალურ შტატში პოლიციის სპეცრაზმი სპეცოპერაციას ატარებს მემარჯვენე ექსტრემისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომელიც პოლიტიკოსების გატაცებას და ბუნდესტაგში არეულობის მოწყობას გეგმავდა, დააკავეს 25 ადამიანი. მათგან ერთი ქალია. ის რუსეთის მოქალაქეა - ვიტალია ბ.
მთავარ ეჭვმიტანილთა შორის არიან ყოფილი არისტოკრატული ოჯახის წევრი, ბუნდესტაგის ყოფილი დეპუტატი მემარჯვენე ალტერნატივა გერმანიისთვის, ბუნდესვერის სპეცრაზმის რამდენიმე ყოფილი ოფიცერი.
ჩხრეკა ჩატარდა 130-ზე მეტ ბინაში, ოფისსა და საწყობში. სულ 52 ეჭვმიტანილზე მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის, ან მხარდაჭერის ბრალდებით.
რეიდების შესახებ განცხადება გააკეთა გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ და გერმანიის იუსტიციის მინისტრმა მარკო ბუშმანმა. მისი თქმით, გამოძიება მიმართული იყო სავარაუდო ტერორისტული ქსელის წინააღმდეგ, რომელიც ცნობილია „რეიხსბიურგერის“ მოძრაობასთან. მისი თქმით, ჩხრეკა ჩატარდა სახელმწიფო დაწესებულებებზე შეიარაღებული თავდასხმის დაგეგმვაში ეჭვმიტანილ პირებთან მიმართებაში.
„დღეს დილიდან დიდი ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს. ფედერალური გენერალური პროკურორი რაიხსბურგერის ადგილზე ეჭვმიტანილ ტერორისტულ ქსელს იძიებს“ - წერს ბუშმანი და დასძენს: „არსებობს ეჭვი, რომ საკონსტიტუციო ორგანოებზე შეიარაღებული თავდასხმა იგეგმებოდა“.
0
0