27/02/2024
13:17
მსოფლიო
ბერლინელმა მეცნიერებმა პატარა გამჭვირვალე თევზი აღმოაჩინეს, რომელიც ძლიერ ხმას გამოსცემს. ამის შესახებ BBC წერს.
როგორც მედია იუწყება, მეცნიერებმა კვლევები მას შემდეგ დაიწყეს, რაც ხმები გაიგეს, რომლებსაც მათი ლაბორატორიის აკვარიუმებში მყოფი თევზები გამოსცემდნენ. მათ დაადგინეს, რომ თევზი, Danionella cerebrum ამ ხმას საკუთარი საცურაო ბუშტის მეშვეობით უშვებს.
მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ 12 მილიმეტრის სიგრძის სახეობა ყველაზე ხმაურიანი თევზია, რომელიც მეცნიერებმა აღმოაჩინეს.
„ადამიანები უბრალოდ მიდიოდნენ თევზის აკვარიუმებთან, მათ ესმოდათ ხმები და აინტერესებდათ, საიდან მოდიოდა ეს ხმა“, - აღნიშნა კვლევის ავტორმა და ბერლინის ჩარიტეს უნივერსიტეტის დოქტორანტმა ვერიტი კუკმა.
მისი თქმით, მიკროფონებისა და ვიდეოკამერების გამოყენებით, მეცნიერებმა მალევე შეძლეს იმის გარკვევა, თუ რა გამოსცემდა ამ ხმას.
კუკი ამბობს, რომ ყველაზე ხმაურიან თევზთან დაკავშირებით კვლევები გაგრძელდება.
0
0