01/04/2024
10:41
მსოფლიო
![main-img]( /storage/images/430127753_713757274013537_3393979616792842359_n.png )
ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და სამედიცინო ასოციაციებისგან მწვავე წინააღმდეგობის მიუხედავად, 1-ლი აპრილიდან, გერმანია ევროკავშირის უდიდესი წევრი ქვეყანაა, რომელმაც კანაფის რეკრეაციული მიზნით გამოყენების ლეგალიზება მოახდინა.
ახალი კანონის მიხედვით, 18 წელზე მეტი ასაკის პირებს 25 გრამი კანაფის ფლობისა და, სახლის პირობებში, მხოლოდ სამი ნერგი (50 გ) მარიხუანას გაშენების უფლება აქვთ. საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, ევროპის მასშტაბით, გერმანიაში, კანაფის გამოყენებასთან დაკავშირებული ყველაზე ლიბერალური კანონები იმოქმედებს. 1-ლი ივლისიდან, გაიზრდება არაკომერციული წევრების კლუბები, სახელად "კანაფის სოციალური კლუბები", რომლებიც ნარკოტიკს შეზღუდული რაოდენობით გაავრცელებენ. თითოეული კლუბის ზედა ზღვარი 500 წევრი იქნება, დაუშვებელი იქნება ადგილზე კანაფის მოხმარება, ხოლო მისი წევრობა მხოლოდ გერმანიის მოქალაქეებისთვის იქნება ნებადართული.
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის კარლ ლაუტერბახის განცხადებით კი, კანაფის მოხმარება, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის იქნება „საშიში“.
მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, მათ სურთ, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში შეაფასონ ახალი კანონის გავლენა და საბოლოოდ დანერგონ კანაფის ლიცენზირებული გაყიდვა.
ექსპერტების შეფასებით, ახალგაზრდებში კანაფის გამოყენებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარებაზე, რაც იწვევს ფსიქოზისა და შიზოფრენიის განვითარების რისკს.
0
0