„გერმანიაში, ევროკავშირის წევრობის მიმართ საზოგადოებრივი აზრი ბოლო ერთი წლის განმავლობაში მკვეთრად შეიცვალა,“ - ნათქვამია გერმანიაში მოქმედი ფინანსური მომსახურების საერთაშორისო კომპანია Allianz-ის წინაასაარჩევნო კვლევაში.
ევროპარლამენტის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, აღნიშნული გამოკითხვა ევროკავშირის რამდენიმე მსხვილ წევრ ქვეყანაში ჩატარდა.
Allianz-ის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მრავალწლიანი „პროევროპულობის“ შემდეგ, გერმანიაში, გამოკითხულთა მხოლოდ 29%-მა დააფიქსირა თავიანთი ქვეყნის ევროკავშირში ყოფნის მეტი უპირატესობა, ვიდრე უარყოფითი მხარე.
”ტენდენციის ცვლილება აშკარაა. გერმანელ რესპონდენტთა [გამოკითხულთა ნაწილი, რომელიც ევროკავშირის წევრობაში უფრო მეტ უპირატესობას ხედავს და ისინი, ვინც, ძრითადად, უარყოფით მხარეს განიხილავს] აზრს შორის სხვაობა -2.9% იყო. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ევროკავშირის წევრობით მხოლოდ ესპანელი და პოლონელი რესპონდენტები იყვნენ კმაყოფილნი. იტალიასა და ავსტრიაში მოსაზრებები დაიყო, ხოლო საფრანგეთში განწყობა მტკიცედ „ანტიევროპული“ დარჩა.
გამოკითხვის თემები მოიცავდა მოქალაქეთა შეხედულებებსა და პროგნოზს პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე. გამოკითხულთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ეკონომიკური ზრდა იყო, ხოლო ყველაზე უმნიშვნელო - ეკონომიკის მწვანე ტრანსფორმაცია,“ - აღნიშნულია Allianz-ის კვლევაში.
0
0