29/08/2023
10:10
მსოფლიო
გერმანიაში სასამართლომ ქალაქ ბადენ-ბადენის საკრებულოს წევრი დააჯარიმა, რომელმაც უკრაინული ნომრის მქონე ორ მანქანაზე შეურაცხმყოფელი სიტყვები დაწერა და გრაფიკული სიმბოლო, ე.წ. „სვასტიკა“ დაახატა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
პროკურატურაში განაცხადეს, რომ დეპუტატს „არაკონსტიტუციური ორგანიზაციის სიმბოლოების გამოყენებისა“ და შეურაცხყოფისთვის ჯარიმა დაეკისრა 50 დღიური განაკვეთის ოდენობით. ჯარიმის ოდენობა უცნობია.
გერმანიაში მწვანეებმა, ქრისტიან-დემოკრატების კავშირმა (CDU) და ბადენ-ბადენის თავისუფალმა მოქალაქეებმა მკვეთრად დაგმეს ინციდენტი და დეპუტატს გადადგომისკენ მოუწოდეს.
„ჩემთვის ეს პროცესი აღმაშფოთებელია. თუ ბრალდებები დადასტურდება, ამ ადამიანს გადადგომა მოუწევს", - განაცხადა მუნიციპალიტეტის საკრებულოში CDU ფრაქციის ლიდერმა, ანსგარ გერნსბეკმა.
0
0