
გერმანიის პარლამენტი კენჭს უყრის ახალ კანონს, რომლის მიხედვითაც, კანაფის რეკრეაციული მიზნებით გამოყენება ნებადართული გახდება.
კანონის დამტკიცების შემთხვევაში, გერმანიაში 18 წელზე მეტი ასაკის პირები მნიშვნელოვანი რაოდენობის კანაფის მფლობელობის უფლებას მიიღებენ, თუმცა მკაცრი წესები ნარკოტიკების შეძენას გაართულებს. მთელ რიგ საჯარო სივრცეებში კანაფის მოწევა კანონიერი 1 აპრილიდან გახდება. საჯარო სივრცეებში ნებადართული იქნება 25 გ-მდე კანაფის მოწევა, ხოლო კერძო სახლებში რაოდენობის კანონიერ ზედა ზღვრად 50 გ განისაზღვრება.
გერმანიის ზოგიერთ ნაწილში, მაგალითად, ბერლინში, საჯარო ზონებში კანაფის მოწევასთან დაკავშირებით პოლიცია ხშირად შესაბამის ზომებს არ იღებს, თუმცა რეკრეაციული მიზნებით გამოყენებისთვის ნარკოტიკების ფლობა უკანონოდ ითვლება. სკოლებთან და სპორტულ მოედნებთან კანაფის მოწევა, კვლავ უკანონო დარჩება. გავრცელებული ინფორმაციით, ნარკოტიკების ბაზარი მკაცრად დარეგულირდება. ასევე ნებადართული იქნება საკუთარი კანაფის მოშენება - თითო ოჯახში ნებადართული გახდება მარიხუანას, მაქსიმუმ, სამი ძირის მოშენება.
„მიუხედავად არსებული კანონისა, ახალგაზრდების მიერ ნარკოტიკების მოხმარების სტატისტიკა წლების განმავლობაში იზრდება,“ - თქვა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა კარლ ლაუტერბახმა.
გერმანიაში კანაფის მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ მწვავე დებატები წლების განმავლობაში აქტუალურია. ექიმები შეშფოთებას გამოხატავენ ახალგაზრდებისა და კონსერვატორების მიმართ, რადგან, მათი მტკიცებით, ლიბერალიზაცია ხელს შეუწყობს ნარკოტიკების მოხმარებას.
იმავდროულად, ოპოზიციური კონსერვატორების განცხადებით, 2025 წელს მთავრობაში მოხვედრის შემთხვევაში, ისინი აღნიშნულ კანონს მთლიანად გააუქმებენ.
0
0