22/11/2023
12:50
მსოფლიო
გერმანიაში იზრდება მოწოდებები პროსტიტუციის სრული აკრძალვის თაობაზე იმ გაფრთხილების ფონზე, რომ ქვეყანა გახდა „ევროპული ბორდელი“, რომელიც იზიდავს სექს-ტურისტებს მთელი მსოფლიოდან. ამის შესახებ The Times წერს.
გამოცემის მიხედვით, კონსერვატიულმა ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ 2002 წელს სექსის ინდუსტრიის ლეგალიზაცია წარუმატებელი იყო და პრაქტიკაში არ განხორციელებულა.
პარლამენტარების ინფორმაციით, ქვეყანაში ამჟამად 250 ათასამდე სექსმუშაკი მუშაობს, მათი დიდი უმრავლესობა უცხოელია. ისინი დოკუმენტაციის გარეშე არიან და დამოკიდებულნი არიან ტრეფიკერებისა და სუტენიორების ძალაუფლებაზე. პარტიას სურს, გერმანიამ მიიღოს ეგრეთ წოდებული სკანდინავიური მოდელი, რომელიც შვედეთში პირველად 1999 წელს შეიქმნა, რომლის მიხედვითაც კლიენტებს სჯიან სექსუალური მომსახურების ყიდვისთვის და არ ისჯებიან მეძავები. ეს პრაქტიკა უკვე გავრცელებულია ნორვეგიაში, საფრანგეთსა და ისრაელში. შემოთავაზებული კანონმდებლობის მიხედვით, ბორდელები დაიხურება და მეძავებისთვის ბინების დაქირავება აიკრძალება. ეს ზომები არ აღმოფხვრის პროსტიტუციას, მაგრამ შეამცირებს მის ფარგლებს, ამბობენ პარლამენტარები.
ეროტიკული და სექსუალური სერვისების პროფესიულმა ასოციაციამ განაცხადა, რომ კლიენტების დასჯა მეძავებისა და ბორდელების მუშაობას უფრო სახიფათოს გახდის. ისინი ამტკიცებენ, რომ სკანდინავიური მოდელის 25 წლის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი კვლევა, რომელიც ადასტურებს ამ მიდგომის წარმატებას.
0
0