„გერმანიის შეიარაღებული ძალების ყოფილ ოფიცერს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის სამწელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა,“ - იუწყება გერმანული მედია.
„აღნიშნული საქმე ხაზს უსვამს, რომ გერმანია მტრულად განწყობილ აღმოსავლეთ მეზობლის მიმართ დაუცველია. არმიის ყოფილ კაპიტანს, რომელიც გერმანიის ქალაქ კობლენცში არმიის შესყიდვების სამსახურში იყო გაგზავნილი, ბრალად დაედო ბონში რუსეთის საკონსულოსა და ბერლინში საელჩოსთვის საიდუმლო დოკუმენტების გადაცემა.
მან [ბრალდებულმა] ინფორმაცია თავისი მუშაობის პროცესში მოიპოვა და ის რუსეთის სადაზვერვო სააგენტოს გაუგზავნა”, - განაცხადეს პროკურორებმა საბრალდებო დასკვნაში.
როგორც Reuters-ი წერს, შესყიდვების სამსახურის საქმიანობა განსაკუთრებით სენსიტიურია იმ დროს, როდესაც, უკრაინაში რუსული არმიის შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირის ეკონომიკურად გავლენიანი ქვეყანა ცდილობს, ხელახლა აღჭურვოს და აღადგინოს დიდი ხნის განმავლობაში უყურადღებოდ დატოვებული საკუთრი შეიარაღებული ძალები. გერმანია ასევე ცენტრალურ ფუნქციას ასრულებს რუსეთისგან თავდაცვის მიზნით უკრაინის სამხედრო აღჭურვაში.
0
0