
გერმანიის მოქალაქეების უმრავლესობა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან თითქმის ერთი წლისა და სამი თვის შემდეგ, მხარს უჭერს რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს.
ასეთი მონაცემები აჩვენა სააგენტო DPA-ს დაკვეთით სოციოლოგიური ფირმა YouGov-ის გამოკითხვამ, იუწყება უკრაინული მედია.
გამოკითხულთა 55% მხარს უჭერს, ომის დასრულების მიზნით, კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებებს, ხოლო 28% მოლაპარაკების წინააღმდეგია.
გერმანელების უმრავლესობა ასევე მხარს არ უჭერს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას - 54% წინააღმდეგი და მხოლოდ 27% მომხრე.
აღსანიშნავია, რომ თებერვლის გამოკითხვის მიხედვით, გერმანიის მოქალაქეების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს „ნებისმიერ ფასად“ გამართვას.
0
0
წმინდა ცეცხლი თბილისში ჩამოაბრძანეს
11/04/2026