გერმანიის ეროვნული მაუწყებლის ZDF-ის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად, მმართველი კოალიციის მიმართ გერმანელი ამომრჩევლების უკმაყოფილებამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
10-12 ივნისს ჩატარებული გამოკითხვის 1334 მონაწილიდან 71%-მა განაცხადა, რომ მთავრობის მუშაობით უკმაყოფილოა.
გამოკითხულთა დაახლოებით 51% ვადამდელი არჩევნების მომხრეა, 66%-მა კი კვლავ მიიჩნია, რომ კოალიცია მომავალი წლის ვადის დასრულებამდე იარსებებს. ევროკავშირის საპარლამენტო არჩევნებში გერმანიის მმართველი კოალიციის სამივე პარტია დამარცხდა, ხოლო ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ სოლიდურ შედეგებს მიაღწია. კანცლერ ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატიული პარტიის შედეგები აჩვენებს გერმანელების უკმაყოფილებას ცხოვრების დონის დაცემის გამო, რადგან მთავრობა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტით გამოწვეულ ენერგეტიკულ კრიზისს და COVID-19 პანდემიის შედეგებს ებრძვის.
როგორც ცნობილია, ევროკავშირის საპარლამენტო არჩევნებში მიღებული კიდევ უფრო სუსტი შედეგის გამო საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იძულებული გახდა ვადამდელი არჩევნები დაენიშნა.
0
0