19/12/2024
11:25
მსოფლიო
სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ინდოეთის საზღვაო ძალების ჩქაროსნულმა გემმა კონტროლი დაკარგა და მუმბაის სანაპიროსთან სამგზავრო ბორანს დაეჯახა.
,,დაღუპულთა შორის სამხედრო-საზღვაო პერსონალის 3 წევრია, ხოლო 100-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს,“ - განაცხადა მაჰარაშტრას შტატის მთავარმა მინისტრმა დევენდრა ფადნავისმა.
ინდოეთის საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ გემის კატასტროფა "ძრავის გაუმართაობამ გამოიწვია".
ავარიის დროს, კერძო მფლობელობაში მყოფი ბორანი ელეფანტას გამოქვაბულებისკენ მიდიოდა, რომელიც პოპულარული ტურისტული ადგილია.
,,საზღვაო ძალების გემმა, რომელსაც ძრავის გამოცდა უტარდებოდა, კონტროლი დაკარგა და სამგზავრო ბორანს შეეჯახა“, - ნათქვამია საზღვაო ფლოტის განცხადებაში.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ მწუხარება გამოთქვა მუმბაიში მომხდარი გემის კატასტროფის გამო და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
0
0