
ვისაც 2%-ამდე არ გაუზრდია თავდაცვის ხარჯები, მათ ვეუბნები, რომ ჩემს ზარებზე თუ არ აქვთ რეაქცია, შეიძლება ძალიან სასიამოვნო ადამიანმა დაურეკოს ვაშინგტონიდან. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ სლოვაკეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რუტემ აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის “22-23 სახელმწიფო” უკვე ხარჯავს მინიმალურად საჭირო მშპ-ის 2%-ს თავდაცვაზე, მაგრამ არიან ისინი, ვისაც ეს ჯერ არ გაუკეთებია.
“მათ აქტიურად და ინტენსიურად ვესაუბრები, რათა დავრწმუნდე, რომ აჩქარდებიან და 2%-ს მიაღწევენ. ვფიქრობ, ყველა მათგანმა ეს შემდეგ ზაფხულამდე უნდა გააკეთოს.
და მათ ვეუბნები: ჩემს სატელეფონო ზარებზე თუ არ რეაგირებთ, შეიძლება სატელეფონო ზარები მიიღოთ ძალიან სასიამოვნო კაცისგან ვაშინგტონიდან, რომელსაც, ასე ვთქვათ, მეტი დროის შეზღუდვა აქვს იმაზე, თუ რისი მიღწევა სურს.
ასე რომ, ჩემგან თუ არა, მათ შეიძლება სატელეფონო ზარები სხვა ვინმესგან მიიღონ. ჩვენ ყველამ ნამდვილად უნდა მივაღწიოთ 2%-ს, ეს საკვანძოა”, - განაცხადა რუტემ.
0
0