25/11/2024
12:44
პოლიტიკა
გაყალბება არ ნიშნავს გამარჯვებას! - დღეს იკრიბება თვითგამოცხადებული პარლამენტი, ისინი დარჩნენ მარტო! - ამის შესახებ „ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები სისტემურად გააყალბა და „ახლა უწევთ ითამაშონ, თითქოს არჩევნები მოიგეს“.
„ჩემი გზავნილი არის ეს - გაყალბება არ ნიშნავს გამარჯვებას! დღეს იკრიბება თვითგამოცხადებული პარლამენტი. ეს ადამიანები აქ მოვიდნენ არჩევნების გაყალბების გზით. ფაქტებით და მტკიცებულებებით არის დადასტურებული, რომ ეს არჩევნები არ ყოფილა არც საყოველთაო, არც თავისუფალი, არც ფარული. გაყალბება იყო სისტემური, ფართომასშტაბიანი, ამიტომ არ გამოხატავს ეს შედეგები ქართველი ხალხის ნებას. დღეს, რეალურად, ეს თვითგამოცხადებული ადამიანები იკრიბებიან სრულიად მარტო ამ შენობაში. ისინი დარჩნენ მარტო, საქართველოს მოქალაქეების, საერთაშორისო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციის გარეშე და თვითონ რასაც უნდა, აკეთებენ. ცოტა სასაცილოა გარედან ეს ყველაფერი. თვითონ შეიკრიბნენ მარტო, თვითონ ინაწილებენ როლებს და ამ დროს, თვითონ იციან ყველაზე კარგად, რომ არჩევნები გააყალბეს. თავად გააკეთეს ეს და ახლა უწევთ ითამაშონ, თითქოს მოიგეს ეს არჩევნები“, - განაცხადა ლომჯარიამ.
0
0