-share.jpg)
“მერი გამოვიდეს, ამაზე ღიად ისაუბროს, უპასუხოს ჩვენი პარტიის წინადადებას, რომელიც ამ საკითხს ეხება! გახარიას კომპლექსისგან და ამ პარტიის კომპლექსისგან როგორმე გათავისუფლდნენ. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თანამდებობებს რეგიონში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბალანსის დაცვით, მოქმედებდნენ, არ შეიქმნას კრიზისი. დღეს „ოცნების“ და „ნაცმოძრაობის“ წყალობით, ძალიან ბევრი საკითხი მუნიციპალიტეტის დონეზეა გაჩერებული, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანები ერთ მაგიდასთან არ დასხდნენ. ბალანსის დაცვით მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კომისიების, მოადგილეების დაკომპლექტება, თანამდებობებზე დანიშვნა კონსენსუსის შედეგად და მოქალაქეთა ნების შესაბამისად მოხდეს “- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
0
0
კულტურის მინისტრმა თანამდებობა დატოვა
28/07/2026