-share.jpg)
გიორგი გახარიამ ბიძინა ივანიშვილს დებატებისთვის ნებისმიერი ფორმატი შესთავაზა. ათას რაღაცას გვაბრალებენ, გამოვიდნენ და ისაუბრონ, აქ არის გახარია, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
დაუშვილის თქმით, ბრალდებების ნაცვლად, საჯაროდ დებატებში უნდა დასხდნენ და ამ ყველაფერზე იქ ისაუბრონ.
„ბიძინა ივანიშვილს გიორგი გახარიას მიმართ „მოღალატე“ პირველად არ უთქვამს. მანამდე წერილებს წერდა. არ შეიძლება, გამოხვიდე, ადამიანს რაღაცები დააბრალო, წახვიდე, აღარ გამოჩნდე და დაიმალო, ეს არასწორია. ჩვენს მოქალაქეებთან ვართ პასუხისმგებელი. თუ რამეს მაბრალებ, უნდა გამოხვიდე, ერთად დავსხდეთ და მოქალაქეებმა გადაწყვიტონ, ვინ ვინ არის. გიორგი გახარიამ ბიძინა ივანიშვილს ნებისმიერი ფორმატი შესთავაზა. ათას რაღაცას გვაბრალებენ, იწყევლებიან, გამოვიდნენ და ისაუბრონ, აქ არის გახარია. ღალატს პირველად კი არ გვაბრალებენ, ხან „კოკაინშიკობა“ დააბრალეს, კიდევ ათასი სისულელე. დაბრალებებს თავი დაანებონ და დასხდნენ, ვნახოთ დებატები. დარწმუნებული ხარ მაშინ, როცა მართალი ხარ“, – აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.
0
0