
➡️ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-სა და საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მიერთების გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე სამუშაოებისას, ჩამოიშალა მიწის მცირე მეტრიანი მასა. შემთხვევის გამო, არავინ დაშავებულა, ვინაიდან მიმდინარე სამუშაოების გამო, უსაფრთხოების ზომები წინასწარ იყო მიღებული
➡️ აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული კედელი იყო დაბზარული, რის გამოც, გზის სავალი ნაწილი შემოსაზღვრული იყო პარაპეტებით და მოძრაობა მიმდინარეობდა მხოლოდ ერთ ზოლში
➡️ გზის მონაკვეთზე წარმოებდა კედლის გამაგრების სამუშაოები. დამცავი კედლის 140 მეტრი უკვე მოწყობილია და დარჩენილი 40 მეტრიანი სექციის სამუშაოები, რომლის 15 მეტრზეც ჩამოიშალა მიწის მასა, გრძელდება კედლის დარჩენილ სექციაზე
➡️ ჩამოშლილი მიწის მასა არ გასცდენია პარაპეტებით შემოსაზღვრულ ადგილს და საავტომობილო მოძრაობა არ შეფერხებულა
➡️ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მიწის ჩამოშლა გამოიწვია ხიდის მშენებლობისას კლდის მოჭრამ, არ შეესაბამება სინამდვილეს
0
0