ცოტა ხნის წინ გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც მექსიკის საზღვართან გატაცებული საქართველოს მოქალაქეები ჩანან. ვიდეო ერთერთი მათგანის მიერ არის გადაღებული და ის ახლო კადრშიც ჩანს. გატაცებულტა შორის შანს ორი მცირეწლოვანიც.
მასალაში ისმის იქ მყოფთა ხმა: “მალე გაგვიშვებენ ყველას, ყველაფერი არის კარგად”. ასევე, აღიქმება, რომ მათგარეგნული დაზიანებები არ აქვთ.
ტელეკომპანია “ფორმულას” ინფორმაციით, ვიდეოში ასახული ყველა ადამიანის ოჯახმა არ იცის მომხდარის შესახებ და ამიტომ მასალა ეთერში გრაფიკულად დამუშავებული სახით გავიდა.
მექსიკის საზღვართან ნარკოკარტელის მიერ 120 ადამიანია გატაცებული, მათ შორის 30 საქართველოს მოქალაქეა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყება ცდილობს მათი ადგილსამყოფელის დადგენას.
0
0
პროკურატურამ ექვს პირს ბრალდება წარუდგინა
10/11/2025