
"გავიხსენოთ ეს მამაცი "უკრაინელი" - წერს, პარტია "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ, დმიტრო კულებაზე, რომელმაც მ იტალიურ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მას სამშობლოს დატოვება „ღამე ქურდივით“ მოუწია.
"გავიხსენოთ ეს მამაცი "უკრაინელი", რომელმაც არაერთგზის შეგვარცხვინა ჩვენ იმაში - რის გამოც, არც ერთი თავმოყვარე ქართველი განსაცდელის ჟამს, სამშობლოს არ მიატოვებდა. ასე მაგალითად, 2022 წლის აპრილში კულებამ განაცხადა, რომ "უკრაინა საქართველოსგან მტკიცებულებებისა და დამაჯერებელი არგუმენტების წარდგენას ელის, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება. და თუ ეს მტკიცებულებები საკმარისად დამაჯერებელი არ იქნება, კიევი საპასუხო ზომებს მიმართავს".
2023 წელს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "შეშფოთება გამოთქვა საქართველოში შიდაპოლიტიკური სიტუაციის გაუარესების გამო, რაც დაკავშირებულია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვასთან". 2023 წლის ივლისში უკრაინამ სანქციები დაუწესა Georgian Airways-ს რუსეთში ფრენების აღდგენის გამო (მოსკოვის მიერ ამ აკრძალვის მოხსნის შემდეგ). ამავდროულად, უკრაინამ მოითხოვა კიევიდან საქართველოს ელჩის გაძევება, ვინაიდან საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლებას - მიხეილ სააკაშვილის „მკვლელობაში“ ადანაშაულებდა. კულებამ ასევე მოუწოდა ქართველ ხალხს: „თქვენ ხართ ამაყი ერი, იბრძოლეთ და გაიმარჯვეთ, ნუ მისცემთ ხელისუფლებას უფლებას, მოგპაროთ თქვენი მომავალი“.
ინფორმაცია იმის შესახებ, ქვეყნიდან გაქცევის რა ფორმას მიმართა კულებამ: რუსეთიდან 1917 წელს ქალის სამოსში გახვეული კერენსკისა, თუ 2008 წლის აგვისტოში "წითელი ხიდის" გავლით ბოკერიას მსგავსი - ამ ეტაპზე არ გავრცელებულა, გარდა თავად კულებას აღიარებისა, რომ ის უკრაინიდან ღამით, ქურდივით გაიპარა..."- აღნიშნავს დავით ქართველიშვილი.
1
0