25/12/2024
16:24
მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ სირიაში ქურთი მებრძოლები ან იარაღს დაყრიან, ან დაიმარხებიან. ამის შესახებ ერდოღანმა პარლამენტში მმართველი პარტიის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
„სეპარატისტი მკვლელები ან დაემშვიდობებიან იარაღს, ან დაიმარხებიან სირიის მიწაზე თავიანთ იარაღთან ერთად. ჩვენ გავანადგურებთ ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელიც ცდილობს, სისხლის კედელი ააგოს ჩვენსა და ჩვენს ქურთ ძმებს შორის“, – განაცხადა ერდოღანმა.
მანამდე, საერთაშორისო მედიის ცნობით, სირია-თურქეთის მოსაზღვრე რაიონებზე კონტროლის დასაბრუნებლად, სირიელმა ქურთებმა თურქეთისგან მხარდაჭერილი „სირიის ეროვნული არმიის“ წინააღმდეგ კონტრშეტევა დაიწყეს.
თურქეთი სირიელ ქურთთა დაჯგუფებას „სახალხო თავდაცვის შენაერთებს“ „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ნაწილად განიხილავს, რომელსაც ოფიციალური ანკარა, აშშ და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებენ.
0
0