
"ჩემთვის დიდი პატივია, ვუხელმძღვანელო იმ სამინისტროს, რომელიც თითოეულ ჩვენგანთან, მომავალი თაობების აღზრდასთან არის დაკავშირებული. განვითარება განათლების, მეცნიერების გარეშე 21-ე საუკუნეში წარმოუდგენელია", – ამის შესახებ განათლების ახლადდანიშნულმა მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მიქანაძის თქმით, ყველა ის რეფორმა გაგრძელდება, რომელიც მისი წინამორბედის დროს განათლების სისტემაში დაიწყო.
"მინდა, ალექსანდრე წულაძეს მადლობა გადავუხადო. მიმდინარე რეფორმები და აქტუალური საკითხები კვლავაც დღის წესრიგში რჩება. იქნება ინტენსიური ხასიათის ნაბიჯები გადადგმული, რომ რეფორმები დაჩქარდეს და ეს ხარისხობრივი ნიშნით ასახული იყოს უმაღლესი რანგით. შესაბამისად, მაქსიმალურად მაქვს მზაობა, რათა ის ნდობა, რომელიც პირადად პრემიერისგან იყო გამოთქმული ჩემთან მიმართებაში, საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს მოვახმარო, დღენიადაგ გავაკეთო ყველაფერი, რომ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო იყოს მაქსიმალურად წარმატებული, რადგან ამ სამინისტროს წარმატება პირდაპირპროპორციულია ჩვენი ქვეყნის წარმატებისა", - განაცხადა მიქანაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა გივი მიქანაძემ დღეს დაიკავა.
0
0