14/05/2023
14:34
სამართალი
„სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის“ ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ ეხმაურება.
მისი თქმით, „გათავისუფლების შტაბი“ ბრძოლას გააგრძელებს და „უსამართლობას ქართველ ხალხთან ერთად დაასრულებს“.
„სამწუხაროდ, არ არის ის, რაც ჩვენ გვინდოდა და რაც სასურველი იყო, თუმცა მთავარი ბრძოლა ჩვენ წინ არის, ყველამ კარგად იცის, რომ გასაჩივრებული არის გადაწყვეტილებები, რომელიც მიღებულია ქართული სანქცირებული სასამართლოს მიერ და დარწმუნებულები ვართ, რომ შედეგი მალე იქნება, ჩემთვის უბრალოდ გაუგებარი არის ეს აჟიტირებული ზეიმი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის ვარშავაში გადაყვანის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა სასამართლომ. ვინც კი აჟიტირებული არის ყველამ უნდა დავუძახოთ რომ არიან რუსები, არიან პუტინის მონები და ზუსტად ის, რაც სიმონიანს გაუხარდებოდა ამათი პირით ვიღებთ ამ აჟიოტაჟს. ყველამ, მათ შორის შესაძლებელია იყოს ვითომ ოპოზიციურად განწყობილმა ადამიანებმა ან სხვადასხვა თანამდებობის პირებმა, ესენი არიან რუსები ჩვეულებრივი.
პრეზიდენტი სააკაშვილი აუცილებლად გადარჩება, აუცილებლად გათავისუფლდება, მთავარია რომ ეს მოხდეს რაც შეიძლება მალე და მეტი დაგვიანება ამისი მეტი აღარ შეიძლება, მისული ვართ უკიდურეს ზღვრამდე ეს უსამართლობა უნდა დავასრულოთ ქართველებთან ერთად. ჩვენ არ შეიძლება რუსებმა ჩაგვიბაროს“, - განაცხადა ჩალაძემ.
0
0