
გასული ღამის განმავლობაში უკრაინაზე განხორციელებულ მასშტაბურ ავიაიერიშებს, სულ მცირე, სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ოთხი წლის ბავშვია.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, საჰაერო თავდასხმის განგაში ქვეყნის უმეტეს ნაწილში გამოცხადდა.
მასშტაბური თავდასხმების შედეგად ათასობით აბონენტს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება. ქვეყნის ენერგეტიკული ოპერატორის „უკრენერგოს“ განცხადებით, უკრაინის რამდენიმე რეგიონში ელექტროენერგიის გადაუდებელი გათიშვა მოხდა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმის დროს 600-ზე მეტი დრონი და 30 რაკეტა გამოყენა.
„ამ დროისთვის, უკრაინის უმეტეს ნაწილში საჰაერო თავდასხმის განგაში ძალაში რჩება. ამავდროულად, ყველა საჭირო სამსახური თავდასხმის შედეგების აღმოფხვრაშია ჩართული. პუტინს ჯერ კიდევ არ შეუძლია შეეგუოს იმ ფაქტს, რომ მან უნდა შეწყვიტოს მკვლელობები. ეს კი ნიშნავს, რომ მსოფლიო საკმარის ზეწოლას არ ახდენს რუსეთზე“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, რუსეთის „ბუნებაა“ შობის პერიოდში „მასობრივი თავდასხმების განხორციელება“ – განსაკუთრებით 23, 24 და 25 რიცხვებში.
0
0