
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ტერორისტული აქტის შესაძლო მოწყობისა და სახელმწიფო გადატრიალების შესახებ დაწყებულ გამოძიებას ეხმიანებიან პოლიტიკოსები.
"ქართული ოცნების" დამფუძნებლის მკვლელობის სავარაუდო დაგეგმვა მმართველი გუნდისთვის ოპონენტების დესტრუქციული მიზნების მორიგი მტკიცებულებაა და მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის მხრიდან "თემის გაუბრალოების მცდელობა დამატებით კითხვებს აჩენს".
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიის ლიდერები გამოძიებას არ ელოდებიან და წინსწრებით აცხადებენ, რომ ფაქტი გამოგონილია.
"გასაოცარია ქართული რადიკალური ოპოზიციის რეაქცია, თუმცა მათგან სხვას არ მოველოდი, ისინი წინსწრებით აცხადებენ, რომ ეს არის გამოგონილი თეორია. ეს "პოლიტიკოსები" თანახმანი არიან, რომ გაამართლონ ასეთ საკითხებში, თუნდაც, ეჭვმიტანილი. არ ელოდებიან არც გამოძიებას და არც სხვა დამატებითი გარემოებების განხილვას", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
0
0