17/03/2023
14:09
პოლიტიკა
„ევროპაში მივიჩქარით - ბავშვების ბულინგით, ლექტორების დევნით და წიგნების დაწვით. ფურუნკული გასკდა და ჩირქი უწყვეტად მოედინება… უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, ძალიან მოკლე დროში, ერთბაშად გამოააშკარავა უამრავი მიმართულებით არსებული, ღრმად ფესვგადგმული პრობლემა,“ - წერს მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი.
მისი თქმით, ხალხი, რომელიც სიებს აქვეყნებს, რომელი დეპუტატის შვილი რომელ ქვეყანაში დაიბადა, ითხოვს სხვის ოჯახებში მივარდნას და დაწიოკებას, იმ ხალხის ვინც განსხვავებული აზრის გამო, ადამიანების საზოგადოებიდან გარიყვას და მათთვის გამარჯობის თქმის აკრძალვას ითხოვს.
შაქარაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ხალხია „ნაცმოძრაობის“ იდეოლოგიური საყრდენი, ამ ნაწილმა შვა ის კასტილიანი კაცი, რომელიც სწორედ მათი სახელით და მათ მაგივრად აუპატიურებდა მაგიდაზე მიბმულ კაცებს.
„ევროპაში მივიჩქარით - ბავშვების ბულინგით, ლექტორების დევნით და წიგნების დაწვით ფურუნკული გასკდა და ჩირქი უწყვეტად მოედინება… უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, ძალიან მოკლე დროში, ერთბაშად გამოააშკარავა უამრავი მიმართულებით არსებული, ღრმად ფესვგადგმული პრობლემა. ჩვენს თვალწინ ყალიბდება ბოლშევიზმის, ფაშიზმის და ჩინეთის კულტურული რევოლუციის ქართული ჰიბრიდი. გასაგები ხდება, საიდან გენერირდება არჩევნებში ნაცმოძრაობის თითქმის 30 პროცენტიანი მხარდაჭერა - აი იმ ხალხისგან, ვინც მზად არის სკოლის მოსწავლეს, საკლასო ოთახში მამის ფოტო დაახვედროს წარწერით - „მოღალატე“; იმ ხალხისგან, ვინც სიებს აქვეყნებს - რომელი დეპუტატის შვილი, რომელ ქვეყანაში დაიბადა; იმ ხალხისგან, ვინც დუჟმორეული ითხოვს სხვის ოჯახებში მივარდნას და დაწიოკებას; იმ ხალხისგან, ვინც განსხვავებული აზრის გამო, ადამიანების საზოგადოებიდან გარიყვას და მათთვის გამარჯობის თქმის აკრძალვას ითხოვს! ეს ხალხია ნაცმოძრაობის იდეოლოგიური საყრდენი, ამ ნაწილმა შვა ის კასტილიანი კაცი, რომელიც სწორედ მათი სახელით და მათ მაგივრად აუპატიურებდა მაგიდაზე მიბმულ კაცებს!
9 წლის განმავლობაში მათ სასურველი ხელისუფლება ეგულებოდათ, რომელიც წარმოუდგენელი სისასტიკით ახშობდა ნებისმიერ განსხვავებულ აზრს. დღეს, როდესაც სხვა ვეღარ აკეთებს ამას მათ მაგივრად, თვითონ გამოვიდნენ სააშკარაოზე და თვითონ დაიწყეს მოქმედება. მათ სჭირდებოდათ „დიადი მიზანი,“ როგორც ყველა სხვა ეპოქაში - ბოლშევიზმის, ფაშიზმის თუ ჩინეთის კულტურული რევოლუციის დროს, ეს ყველაფერი კეთდებოდა პროგრესის სახელით და ხელოვნურად შექმნილი „დიადი მიზნისათვის.“ ქართულ ჰიბრიდულ ვერსიაშიც ასეა, ისინი მოქმედებენ პროგრესის სახელით, დიადი მიზანი კი - ევროკავშირია! მათ ზურგს უმაგრებს უდიდესი ფინანსური რესურსები და ამ ფულით დაფინანსებული პროპაგანდისტული საშუალებები, რომლითაც ისინი მტრად და მოღალატედ აცხადებენ ყველა იმ ადამიანს, რომელიც მათი აზრით არ დგას “ჭეშმარიტი დიადი მიზნისკენ” სავალ გზაზე!
ამ ფულით დაანგრიეს განათლების სისტემა და ინდოქტრინაციის მეშვეობით გამოზარდეს ახალი, თანამედროვე “ხუნვეიბინები,” რომლებსაც მიუქსევენ ლექტორებს, მასწავლებლებს, თანატოლებს და მეტიც - წააქეზებენ მშობლების წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ახალი თაობის ის ნაწილი, რონელმაც მათ ხელში გაიარა, ისე დააპროგრამეს, რომ ნებისმიერ მიწოდებულ ამბავს დააჯერებენ და ერთი ცენტრიდან მართავენ როცა დასჭირდებათ. ტრაგიკულია, რომ ამ იდეოლოგიის ხმალამოღებული ჯარისკაცები არიან უმაღლეს სასწავლებლებში, სკოლებში, საჯარო თანამდებობებზე, მედიაში, საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ჩვენი გადახდილი გადასახადებით მოყოჩაღებულები, ჩვენ გვიპირებენ საზოგადოებიდან გარიყვას. ეს არც დემოკრატიაა, არც თავისუფლება, ეს არის უსამართლობა და თუ ძირეულად არ შეიცვლება, გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანს,“ - წერს შაქარიშვილი ფეისბუკზე.
0
0