ეს იყო პირადი ჯოჯოხეთი – ჯასტინ ბიბერი მზადაა, Diddy-ს „თეთრი წვეულების“ შესახებ მოჰყვეს, თუკი ეს სხვებს დაეხმარება“, – ამის შესახებ ინფორმაციას In Touch Weekly ავრცელებს.
ინსაიდერის ცნობით, ჯასტინს არ სურს შონ კომბსთან დაკავშირებული მოვლენების გახსენება, რადგან ეს მისთვის ძალიან ტრავმულია, თუმცა, ის მზად არის ყველაფერი თქვას, თუკი ეს სხვებს დაეხმარება.
თუ როდის მოხდება ყოველივე ეს და კიდევ რა შოკისმომგვრელი სიახლეებს შევიტყობთ რეპერის შავ-ბნელი საქმეების შესახებ, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ინსაიდერების ცნობით, უკვე უამრავი „სელებრითია“ მზადა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
P.Diddy-თან დაკავშირებულ მსოფლიო სკანდალში უამრავი ვარსკვლავი აღმოჩნდა "ჩათრეული". ერთ-ერთი მსხვერპლი კი, სავარაუდოდ, ჯასტინ ბიბერია, რომელიც პატარა ასაკში გახდა პოპულარული და წარმატების უარყოფითი მხარეებიც ბევრი იწვნია...
გავრცელებული ინფორმაციით, ბიბერმა 14 წლის ასაკში რეპერის გარყვნილ წვეულებაში მიიღო მონაწილეობა. სანაცვლოდ კი, P.Diddy კარიერული წინსვლის შესაძლებლობას დაჰპირდა....
კანადელი მომღერალი, მუსიკოსი, სიმღერების ავტორი და მსახიობი ჯასტინ ბიბერი 1994 წლის 1 მარტს დაიბადა და პოპულარობა მცირე ასაკიდანვე მოიპოვა. 2008 წელს მისი ვიდეოები YouTube-ზე სკუტერ ბრაუნმა აღმოაჩინა და მოგვიანებით მისი მენეჯერი გახდა. შემდეგ ბრაუნმა ბიბერი ატლანტაში, აშერთან შესახვედრად წაიყვანა და ამის შემდეგ ძალიან წარმატებული კარიერა დაიწყო. ბიბერი მალევე Raymond Braun Media Group ლეიბლის არტისტი გახდა.
მოგვიანებით, ახალგაზრდა მომღერალი ელ-ეი რიდმა Island Records-ში წაიყვანა და სიმღერების პროფესიონალურად ჩაწერა დაიწყო. საერთო ჯამში ჯასტინ ბიბერის ჩანაწერების 100 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა და ახალგაზრდა მომღერალმა არაერთი აღიარება და ჯილდო მიიღო...
როგორც ცნობილია, ბიბერის დედა, პატრიცია ლინ "პეტი" მალეტი, 18 წლის იყო, როცა დაორსულდა. ჯასტინის მამა - ჯერემი ბიბერი მუსიკოსი იყო. ბავშვობაში ჯასტინს ჰოკეი, ფეხბურთი, ჭადრაკი აინტერესებდა და სიმღერა განსაკუთრებით უყვარდა. ასაკის მატებასთან ერთად, ბიბერმა ფორტეპიანოზე, გიტარასა და დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრა დაიწყო. 2007 წლის დასაწყისში ადგილობრივ კონკურსში კი Ne-Yo-ს "So Sick" იმღერა და მეორე ადგილი დაიკავა. დედამ კონკურსიდან მისი ნამღერი YouTube-ზე ოჯახის წევრებისა და მეგობრების სანახავად ატვირთა. თუმცა, ვიდეო მხოლოდ ახლობლებმა კი არა, უამრავმა ადამიანმა ნახა.
0
0
იაპონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
04/03/2025