გარკვეული შეთავაზებები აუცილებლად უნდა იყოს განხილული კომიტეტების საქმიანობისას, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები დაესწრებიან, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს 29 იანვარს პარლამენტში გასამართ სამუშაო შეხვედრაზე საუბრისას განუცხადა.
„ახლა ოპოზიცია და ხალხი, ვინც ამ რადიკალური ოპოზიციის ფრთაზე მოიაზრება, ცდილობს, რაღაც 6 პუნქტით, 7 დათქმითა და 2 წინადადებით, ამ ციფრებში გახვიოს საზოგადოება, გარკვეულ შეთავაზებებში, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს განხილული კომიტეტების საქმიანობისას. მათ ლიმიტი არ აქვთ. ვისაც უნდა, იმას დაპატიჟებს: არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტებს დაისწრებს და ეს საკითხები იქ განიხილება“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
ცხრაპუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით უმრავლესობის, საპარლამენტო ოპოზიციისა და მესამე სექტორის მონაწილეობით, 29 იანვარს პარლამენტში სამუშაო შეხვედრა გაიმართება. 9 პუნქტის შესრულება ოფიციალურმა ბრიუსელმა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ განუსაზღვრა.
0
0