
აშშ-ის ჯარისკაცებს უთხრეს, რომ ირანთან ომი „ღვთაებრივი გეგმის ნაწილია“ და ტრამპმა არმაგედონი უნდა გამოიწვიოს ქრისტეს მეორედ მოსვლისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
„გარდიანის“ თანახმად, სამხედრო რელიგიური თავისუფლების ფონდი (MRFF) აცხადებს, რომ მან შეიარაღებული ძალების ყველა შტოს სამხედრო მოსამსახურეებისგან, მათ შორის საზღვაო ქვეითებისგან, საჰაერო ძალებისა და კოსმოსური ძალებისგან 200-ზე მეტი საჩივარი მიიღო, რომ მეთაურები ომის გასამართლებლად ექსტრემისტულ ქრისტიანულ რიტორიკას იყენებენ.
ერთ-ერთმა მომჩივანმა, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც უმცროსი ოფიცერი იმ ქვედანაყოფში, რომლის განლაგებაც „ნებისმიერ მომენტში“ შეიძლება ირანის წინააღმდეგ ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად, ფონდს განუცხადა, რომ მეთაურმა „მოგვთხოვა, გვეთქვა ჩვენი ჯარებისთვის, რომ ეს „ღვთის ღვთაებრივი გეგმის ნაწილი“ იყო და მან კონკრეტულად მოიხსენია „გამოცხადების“ წიგნიდან მრავალი ციტატა, რომლებიც არმაგედონსა და იესო ქრისტეს გარდაუვალ დაბრუნებას ეხებოდა“.
„მან თქვა, რომ „პრეზიდენტი ტრამპი იესოსგან მირონცხებულია, რათა ირანში არმაგედონის გამოწვევისა და დედამიწაზე მისი დაბრუნების აღსანიშნავად სიგნალის ცეცხლი აანთოს“, – დასძინა ოფიცერმა.
საჩივარი 15 ჯარისკაცის სახელით შეიტანეს, მათ შორის 11 ქრისტიანი, ერთი მუსლიმი და ერთი ებრაელი.
„როდესაც ისრაელი ან აშშ ახლო აღმოსავლეთში ერევა, ჩვენ ამბებს ვისმენთ ქრისტიან ნაციონალისტებზე, რომლებმაც ჩვენი მთავრობა ხელში ჩაიგდეს და რა თქმა უნდა, ჩვენი აშშ-ის სამხედრო ძალებიც“, – განუცხადა „გარდიანს“ ფონდის პრეზიდენტმა, მაიკი ვაინშტაინმა, რომელიც საჰაერო ძალების ვეტერანია.
0
0