
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა ორი ადამიანი, რომლებმაც სხვა პირის ინტიმური შინაარსის ფოტო, ვიდეო და პირადი კომუნიკაციის ამსახველი მიმოწერები მოიპოვეს და გაავრცელეს. მათ 4-იდან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
„მიმდინარე წელს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სხვა პირის ინტიმური შინაარსის ფოტოს, ვიდეოს და პირადი კომუნიკაციის ამსახველი მიმოწერების მოპოვების და გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გავრცელებისთვის დაკავებული იქნა 2 პირი - გარდაბნის რაიონში მცხოვრები 2000 წელს დაბადებული ნ.ი. და წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1985 წელს დაბადებული ა.ყ. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-იდან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
0
0