26/11/2022
12:07
პოლიტიკა
“რა შეთქმულების თეორია შვილო - წინასწარ ვლაპარაკობ რას გააკეთებთ და ორ დღესაც არ მაძლევთ, რომ ეჭვი შემეპაროს რომ შევცდი. გარბიხართ და პირდაპირ ჩემს აღწერილ ტლაპოში ხტებით”, ასე გამოეხმაურა “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს გიორგი ვაშაძეს.
ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს: “სულ შეთქმულების თეორიებს რომ ვებრძვით, ამიტომაა ძალიან სარწმუნო, რომ სიმართლეს ვამბობთ”.
ამ პოსტით თამარ ჩერგოლეიშვილი გიორგი ვაშაძის იმ ბრალდებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ვაშაძემ “ევროპული საქართველო” შეთქმულებაში დაადანაშაულა.
“თავის დროზე ეს ადამიანები ”ევროპულ საქართველოში" ყოველთვის შეთქმულების თეორიებს ებრძოდნენ და [თავად] იმხელა შეთქმულების თეორია წარმოადგინეს, მრავალსაფეხურიანი, ცოტა მგონია, რომ აზრს მოკლებულია ეს ყველაფერი და დანარჩენი საზოგადოებამ შეაფასოს.
მე რა მომინდება [პრემიერობა] და რა არ მომინდება, ასე მარტივად საქმე არ დგას, საქმე დგას ხალხს რა უნდა", განაცხადა ვაშაძემ.
0
0