17/03/2023
17:24
პოლიტიკა
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე სხდომაზე 12 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა და დაღუპულის ოჯახს თანაგრძნობა გამოუცხადა.
ნინო ვარდოსანიძე საკუთარ გამოსვლაში გასული კვირის მოვლენებს შეეხო და აღნიშნა, რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ შეურაცხმყოფელი და ზიზღით სავსე კამპანია წარმოებდა.
როგორც საკრებულოს წევრმა განაცხადა, ამ კამპანიაში, სამწუხაროდ, ჩართულები იყვნენ პოლიტიკოსები, ენჯეოების და მედიის წარმომადგენლები, ასევე უნივერსიტეტებისა და სკოლების პედაგოგები და ყოფილი სახალხო დამცველიც.
მისივე თქმით, განსხვავებული აზრის დევნა, სკოლის პედაგოგის მიერ საკუთარი მოსწავლის მშობლის მოღალატედ მოხსენიება, ფაშიზმის გამოვლინებაა. ფაშიზმი კი არის საშიში მოვლენა, რომელსაც საზოგადოება აუცილებლად უნდა დაუპირისპირდეს.
ნინო ვარდოსანიძემ მსგავს გამოვლინებებთან დაკავშირებით წარსულიც გაიხსენა.
,,ჩვენ კარგად გვახსოვს ადამიანების ე.წ. ,,ჩარეცხვის’’ მცდელობა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც მაშინ ხელისუფლების სახელით, ახლა კი ოპოზიციიდან ცდილობენ იმავეს. მჯერა, რომ ფაშიზმზე საზოგადოების უმრავლესობას სწორი და ადეკვატური რეაქცია ექნება’’,- აღნიშნა ნინო ვარდოსანიძემ.
0
0